უფლისციხე- კლდეში ნაკვეთი ნაქალაქარი არქიტექტუტული, არქეოლოგიური, ისტორიული ძეგლი მდებარეობს ქ.გორის აღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე. უფლისციხეს შესანიშნავი სტრატეგიული მდებარეობა უკავია. აღმოსავლეთით აკრავს მტკვრის ხეობა, ჩრდილოეთით ლიახვისა და არაგვის ხეობები, სამხრეთით ტანას ხეობა.
უფლისციხე- გამოკვეთილია კვერნაქის ქედის სამხრეთ ფერდობზე, ადვილად დასამუშავებელ ქვიშაქვის მასივში. ფართობი 9,5 ჰა.
უფლისციხეში მოხვედრა ახლა რამდენიმე გზით შეიძლება. ასევე იყო შორეულ წარსულშიც. ერთ-ერთი გზა სოფელ ქვახვრელიდან იწყება. თქვენ ფართო ხიდით გადადიხართ მტკვრის მარცხენა ნაპირზე და ჭალაში გაშენებულ ბაღებში მიმალულ სასოფლო გზას დასავლეთისაკენ მიჰყვებით. შორიდანვე ჩანს კლდოვან მასივში ამოკვეთილი დარბაზები და აგურით ნაგები დიდი ეკლესია სამრეკლოთი. გზა იმ კლდოვანი მასივის ფუძესთან გაივლის, რომელშიც ქალაქის ცენტრალური ნაწილია ამოკვეთილი. მეორე გზა ქ. გორიდან მოდის. იგი მტკვრის მარცხენა, მაღალ ნაპირზე გაშლილ, სამხრეთისაკენ დახრილ ველზე ეშვება, მშრალ ხეობში მიიკლაკნება და უფლისციხისაკენ მიემართება. აღმოსავლეთისაკენ ადრევე შენიშნავთ კლდოვანი მასივის დასავლეთ ციცაბო ფლატეებს და რამდენსამე გამოქვაბულს, მათი გაცნობა ალპინისტური მოწყობილობის გარეშე შეუძლებელია. ეს გზაც სასოფლო შარაა და უფლისციხესთან პირველ
გზას უერთდება. უფლისციხეში შესვლისას, თვალწინ ქვიშაქვების დიდი მასივი და კლდეში ნაკვეთი ქალაქის ნანგრევები გადაგეშლებათ.
უფლისციხისათვის დამახასიათებელია კონტინენტური, მშრალი, ზომიერად ცივზამთრიანი ჰავა. ზაფხული- მშრალი და ცხელია. უცივესი თვის-იანვრის საშუალო ტემპერატურა _2C-ს უდრის. აბსოლიტური მინიმალური ტემპერატურე შეიძლება დაეცეს _25-31 C–მდე. უთბილესი თვის საშუალო ტემპერატურა +22-+25 C-ია. მაქსიმალური ტემპერატურა +30 +36 C-აღწევს. წლის ყველა სეზონში გაბატონებულია დასავლეთის და ჩრდილო-დასავლეთის ქარი. ქარის საშუალო წლიური სიჩქარე 2-5 მ/წმ უდრის. ნალექების წლიური რაოდენობა მერყეობს 450-600 მმ-ის ფარგლებში. ნალექების მაქსიმუმი მოდის მაისში, მინიმუმი- იანვარში.